კომპანია SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი მსახიობ ჯონი დეპის მუქარას გამოეხმაურა.
„თუ ჯონის ჩხუბი უნდა, უბრალოდ შემატყობინეთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა და კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დეპს ცოლი წაართვა.
მასკის თქმით, ემბერ ჰერდთან რომანი მას შემდეგ ჰქონდა, რაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. მანამდე ლონდონის უმაღლეს სასამართლოში წერილის შინაარსი გაასაჯაროვეს, რომელიც ჯონი დემპა მეგობარს მისწერა. წერილში ის ილონ მასკს გენიტალიების მოჭრით ემუქრება.
დეპმა და ჰერდმა 2015 წელს იქორწინეს, 2016 წელს კი ემბერმა ქმარი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და მასთან განქორწინება მოითხოვა.
2019 წელს დეპმა გამოცემა The Sun-ს სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ გამოცემამ მისი მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. სასამართლოზე დეპის ადვოკატებმა იმის მტკიცებულებაც წარმოადგინეს, რომ ემბერი ჯონის ილონ მასკსა და მსახიობ ჯეიმს ფრანკოსთან ღალატობდა.