ნორვეგიაში ელვის პრესლის ორეულმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - საქველმოქმედო ონლაინ-მარათონის ფარგლებში ის ლეგენდარული მომღერლის კომპოზიციებს 50 საათის, 50 წუთის და 50 წამის განმავლობაში ასრულებდა. ამის შესახებ France 24 იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, კიელ ჰენინ ბიორნსტადმა, რომელის სასცენო ფსევდონიმიც კიელ ელვისია წინა რეკორდი 7 საათით გააუმჯობესა. აქამდე გინესის რეკორდების წიგნში ამ კატეგორიაში გამარჯვებულად 16 წლის განმავლობაში გერმანელი ტომას კერტი გაეტიე იყო.
წარმატების მიუხედავად 52 წლის ბიორნსტადი აცხადებს, რომ ასეთ კონკურსში მონაწილეობას არასოდეს მიიღებს.