ბატონმა ჯუმბერმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა, რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ და ითხოვს, საქმე გადაეცეს სამინისტროს ან ნებისმიერ სხვა ორგანოს, რომელიც უფრო კომპეტენტური და სამართლიანი იქნება, - ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის მამამ და ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია ცოტა ხნის წინ დატოვეს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.