“როგორც ფსიქიატრს,  ჭკუასუსტობის ყველანაირი ვარიანტი შემხვედრია- ბევრად უფრო მძიმე! მაგრამ ასე უდიაგნოზოდ რომ დადიოდეს ქუჩაში  - ჩემი ასაკის და გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაც საოცარია!”

“როგორც ფსიქიატრს, ჭკუასუსტობის ყველანაირი ვარიანტი შემხვედრია- ბევრად უფრო მძიმე! მაგრამ ასე უდიაგნოზოდ რომ დადიოდეს ქუჩაში  - ჩემი ასაკის და გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაც საოცარია!”

 ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს რამოდენიმეჯერ შემხვდა სტატუსი, სადაც ექიმები ლამის ხალხის მტრებად, მატყუარებათ ვართ გამოცხადებული. ამბობენ, რომ ვიგონებთ ამ პანდემიას რაღაც გამორჩენის მიზნით. როგორც ფსიქიატრს, ცხადია ჭკუასუსტობის ყველანაირი ვარიანტი შემხვედრია- ბევრად უფრო მძიმე! მაგრამ ასე უდიაგნოზოდ რომ დადიოდეს ქუჩაში ამდენი მენტალური პრობლემის მქონე ადამიანი- ჩემი ასაკის და გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაც საოცარია!

მხოლოდ პარანოიკებისთვის დამახასიათებელი ლოგიკით უკავშირებენ დაავადებას- ექიმებს- მთლიანად პანდემიასთან ბრძოლა- ხელისუფლების რეიტინგი. აქედან გამომდინარე, ხდება ფსიქიური განსვლა- "არ არსებობს ეს დაავადება"! შემდგომში - ყველაფერი ლაგდება! ყველანი მატყუარები და მტრები გამოდიან, ვინც ამ დაავადებასთან კავშირშია...

ამ დროს, კოვიდთან ბრძოლა სულაც არ ნიშნავს ხელისუფლების მხარეს დგომას. ყველას ჩვენ-ჩვენი აზრები და პრეტენზიები გვაქვს- ამაში არც არაფერია საოცარი.

ვინც ამას აკეთებთ პოლიტიკური მიზნით- ვერავითარ დადებით შედეგს ვერ მიიღებთ- ჩვენი პროფესიის ბევრი მომხრე გყავთ და აწყენინებთ.

ამას გარდა..... მთლად ნუ გადარევთ ამ მაღალი სუგესტურობის, ლამის ჰიპნოზურ ტრანსში გადავარდნილ ადამიანებს- მიეცით აზროვნების საშუალება. ისინი ხომ ჩვენი მეგობრები, ნათესავები და მეზობლები არიან!”