მოაქციეს ალყაში, დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე არაგვში ჩაახრჩვეს და გაატანეს მდინარეს - მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე

მოაქციეს ალყაში, დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე არაგვში ჩაახრჩვეს და გაატანეს მდინარეს - მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე

რა ვერსია აქვს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარებაში დაიღუპა 19 წლის ფეხბურთელი. ბიძა დეტალურად საუბრობს მომხდარის შესახებ, იმ ჩვენებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით რაც საქმეში დევს. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სცემეს, დაახრჩვეს და წყალს გაატანეს. მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გზიდან დაღუპულს ჩიქოვანი და 2 არასრუწლოვანი მოსდევდა, ქვედა მხარეს კი მას არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი დახვდნენ.

"იგივე ახვლედიანის ჩვენებამ, ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ 6 პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენები, ეს ნამდვილად ასეა. გამოკიდებული 5 ადამიანიდან 3 გამოჰყვა გამოქცეულ ბავშვებს. გამოჰყვა ხიდის მიმართულებით, ხოლო ორი მათგანი ჩავიდნა ამავე მანქანების ჩამოსახვევში და წინიდან მოუჭრეს გზა გიორგის და მოაქციეს ალყაში. დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე, არაგვში ჩაახრჩეს ბავშვი და გაატანეს მდინარეს," - აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.