ამირან გამყრელიძე:  კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 5 ლილოს ბაზრობის კლასტერიდანაა, 6 იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 2 -ზე ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს

ამირან გამყრელიძე:  კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 5 ლილოს ბაზრობის კლასტერიდანაა, 6 იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 2 -ზე ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ახალი შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია, ან ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება. 2 შემთხვევაზე წყაროს დადგენის მიზნით ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

„14 შემთხვევიდან 5 შემთხვევა უკავშირდება ლილოს ბაზრობის კლასტერს, 6 შემთხვევა არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ერთი შემთხვევა სამედიცინო პესრნალის და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რომელიც დღის ბოლოს გვეცოდინება. დაახლოებით ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვამბობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 920-ს შეადგენს.