ფეისბუქ- მომხმარებელი დათო ხვადაგიანი სოციალურ ქსელში წერს:
"მე-9 არხზე მუშაობისას (2012 წელი), ფრანგული ტვ-5-ის ცნობილი ჟურნალისტი ყავდა არხის ხელმძღვანლობას მოწვეული კონსულტანტად და ტრენინგების ჩასატარებლად. ძალიან კარგი ტიპი იყო პიროვნულად და თავისი საქმის პროფესიონალი.
ჰოდა, ერთ დღეს, მგონი როცა უკვე გვტოვებდა, მაშინ იკითხა, რა ჭირთ ქართულ ტელეახებს, რომ საინფორმაციო გამოშვებებს აუცილებლად ნეგატივით იწყებენო ?
თუ ქვეყანა არ იქცევა, ომი, ან რამე მაგდაგვარი არ ხდება, ჩვენთან ვცდილობთ პოზიტიური ამბებით გავხსნათ გამოშვებები. მაგალითად, სადმე საფრანგეთში 4 ტყუპი დაიბადა, ვინმე ფრანგი ჩემპიონი გახდა და ა.შ. რა თქმა უნდა ნეგატივსაც ვაშუქებთ, მაგრამ ეგ ამბები "ნიუსის" პირველ ბლოკში კი არა, მეორეში და მესამეში გვაქვს გატანილიო.
ჰოდა, აქ რომ ჟურნალისტიკის "დედ-მამები" ძაან "ევროპულობას" აწვებიან, გვეუბნებიან, რომ თუმე სწორედაც ასეთი უნდა იყოს მედია, რომელიც ახლა სპეკულირებს მომხდარი ტრაგედიებით, მინდა ვკითხო: საფრანგეთი ევროპა არ არის ? თუ ტვ-5 და მისი გამორჩეული ჟურნალისტი ვერ აკმაყოფილებს თქვენს "მაღალ სტანდარტებს" ?
მოკლედ, ერთი სიტყვით შეიძლება ეგ თქვენი მიდგომები დახასიათდეს - "ქაჯობა" !!!"