თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პირველადი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა.
„ჩატარდა გვამის პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში. მონაწილეობდა ცენტრი “ემპათია“-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა.ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენტგენოსკოპიურიკვლევა, აღებული იქნა ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამ ეტაპზე შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი:
- ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება.
- რენდგენოსკოპიულიდა შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა.
- ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი.
- გამოვლინდა შორსწასული მოგვიანებითიგვამური მოვლენები.
- სხეულის ზედაპირული დაზიანებები სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანებების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო.
- წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღე.
- სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიურიკვლევის შედეგები
- რეკომენდირებულია კომპლექსურ-კომისიურიექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით“, – აღნიშნულია დასკვნაში.