33 წლის ჯონ ნიკოტერამ და 26 წლის ერიკა პენდრაკმა ერთმანეთი Instagram- ზე გაიცნეს და უკვე წელიწადნახევარია ერთად ცხოვრობენ.
ჯონი იდეალურ მომენტს ეძებდა ხელის სათხოვნელად და წყვილი ციური მოვლენის საყურებლად Old Forge-ში, ნიუ-იორკში გაემგზავრა.
კომეტა Neowise, რომელიც დედამიწიდან 6,800 წელიწადში ერთხელ ჩანს, 15-23 ივლისს ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე დაფრინავდა და სწორედ ამ ცის ქვეშ დაინიშნა წყვილი.