"თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი" - ახალი დეტალები 23 წლის პროგრამისტის საქმეზე

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. მა­სა­ლე­ბი მრა­ვალ­ტო­მი­ა­ნია.

ის გარ­და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­სა, ასე­ვე მო­ი­ცავს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლად დას­კვნას, მათ შო­რის ფო­ტო­მა­სა­ლას, რო­მე­ლიც სო­ფელ მა­წე­ვან­თან, იმ ად­გი­ლა­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ხუთ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს მი­აკ­ვლი­ეს.

აღ­ნიშ­ნულ ფო­ტო­მა­სა­ლებ­ზე აღ­ბეჭ­დილ ერთ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ზე სან­დო წყა­რო AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს:

არის ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც გვიმ­ძაფ­რებს ეჭვს, რომ მან­ქა­ნა მას მე­რეა მი­ტა­ნი­ლი იმ ად­გი­ლას, სა­დაც შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თა­მუ­ნას ავ­ტო­მან­ქა­ნა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­და­რე­ბით დიდი მან­ქა­ნი­თაა მი­ტა­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ევა­კუ­ა­ტო­რით, რა­ზეც მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის კვა­ლი მი­ა­ნიშ­ნებს. თა­ნაც ეს კვა­ლი მო­დის და გა­ჩე­რე­ბუ­ლი "ჰი­უნ­და­ის" უკა­ნა მხა­რეს, მან­ქა­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 20-30სმ-ზე წყდე­ბა.

ანუ გო­გო­ნა თა­ვი­სით თუ მი­ვი­და და გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, იმ 30 სან­ტი­მეტრს გა­და­ახ­ტა? რა­ტომ არ მიჰ­ყვე­ბა სა­ბუ­რა­ვის ნაკ­ვა­ლე­ვი მან­ქა­ნას ბო­ლომ­დე? აშ­კა­რაა, როცა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხეს, მერე მი­ი­ტა­ნეს მისი გვა­მი მან­ქა­ნი­ა­ნად იმ ად­გი­ლას.

მწყემ­სე­ბი იმ მი­და­მო­ებ­ში ყო­ველ დღე და­დი­ან, სა­ქო­ნელს აძო­ვე­ბენ და რა­ტომ ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნა გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა? თან ის მან­ქა­ნა თუ 4 დღე იქ იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, პოვ­ნის წინა დღეს წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იყო და ბა­ლახ­ზე ტა­ლა­ხი არ უნდა გა­და­ე­რე­ცხა?

არის ვერ­სია, რომ თა­მუ­ნას თა­ვის მოკ­ვლა აი­ძუ­ლეს და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნი­ა­ნად სა­დღაც ავ­ტო­ფა­რეხ­ში ჰყავ­დათ გა­და­მა­ლუ­ლი.

mamago ევაკუატორი კიდევ ვერტმფრენით?!
4 წლის უკან
Katana . ჰო, ზედმეტი ყურადღება რომ არ მიეპყროთ: ვერტმფრენზე ჩამოკიდებული ევაკუატორი და ევაკუატორზე - "ჰიუნდაის" კროსოვერი, მოკლულის გვამით!
- კონსპირაცია!
4 წლის უკან