დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო სიაში მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნილი არაა

დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო სიაში მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნილი არაა

მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი და გუნდის პოზიციას აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„პროპორციულ სიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მიდის ბოლო კონსულტაციები, ისევე როგორც მაჟორიტარების შემთხვევაში, საბოლოო სურათი გამოიკვეთა გადაწყვეტილების გაცხადებამდე ორი კვირით ადრე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ქართულმა ოცნებამ“ 20 ივლისს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური, მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ პროპორციულ სიაზე მუშაობა გრძელდება და მას საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ.