გია ვოლსკი: ერთია ადეიშვილი, მაგრამ მის გარშემო მწამებლების მთელი გუნდია, რომლებთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა შესაბამისი ვერდიქტი გამოიტანა

გია ვოლსკი: ერთია ადეიშვილი, მაგრამ მის გარშემო მწამებლების მთელი გუნდია, რომლებთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა შესაბამისი ვერდიქტი გამოიტანა

ერთია ადეიშვილი, რომელიც წერილს ხელს აწერს, მაგრამ მის გარშემო მწამებლების მთელი გუნდია, რომელთა დაკავშირებითაც სტრასბურგმა ახლახანს საქმეების ძიება დაასრულა და შესაბამისი ვერდიქტი გამოიტანა. 50-ზე მეტი საქმე იმას ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები მოკლა, აწამა და უფლებების ძირითადი ნაწილი წაართვა, მათ შორის ჯანმრთელობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ადეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება და მით უმეტეს, პოზიცია, რომელიც ფურცელზე არის გადატანილი, იმას გვიჩვენებს, რომ საშველი არ არის ამ პოლიტიკური ძალისთვის. რა პოზიციაზეც იდგნენ, იმავე პოზიციაზე დგანან დღესაც და არავითარი ცვლილება არ მომხდარა მათ ადამიანურ დამოკიდებულებაში. ღმერთმა ნუ ქნას, მათ ხელში მცირე ბერკეტი მაინც ჩავარდეს, ისევ იმ გზით წავლენ, რასაც ჭაკუა თავის დროზე ასრულებდა - წამება, ადამიანის ღირსების შელახვა, დამცირება, სიცოცხლის წართმევა. რასაკვირველია, გერმანული მხარე ამ თემას შესაბამისად შეხედავს, მაგრამ მთავარია, როგორი დამოკიდებულება და განწყობა ექნება ასეთი პოზიციის მიმართ საქართველოს საზოგადოებას. ერთია ადეიშვილი, რომელიც წერილს ხელს აწერს, მაგრამ მის გარშემო მწამებლების მთელი გუნდია, რომელთა დაკავშირებითაც სტრასბურგმა ახლახანს საქმეების ძიება დაასრულა და შესაბამისი ვერდიქტი გამოიტანა. 50-ზე მეტი საქმე იმას ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები მოკლა, აწამა და უფლებების ძირითადი ნაწილი წაართვა, მათ შორის ჯანმრთელობა. თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ჩვენი ოპონენტები, კიდევ ერთხელ არის ხაზგასასმელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში 3 ივლისს ჩამოიყვანეს. მას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე, დავით ჭაკუა, 21 დღით კარანტინში მოათავსეს.

დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საქმეებშია ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოში, გაეცანით ამ ბმულზე.

 

trampi სტრასბურგი კი არა.........ემანდ ყურებზე ხახვი არ დააჭრათ ნაცებს.................
ნაცები ამბობენ.....აქაც ბანტიო....
ესენი კიდევ სტრასბურგიო...................................................სტრასბურგით აშინებენ
პატარძალს........აშინებდნენო..........................ესეა ამათი და ნაცების საქმე
ოი...ოი...ოი ......გული არ გაუხეთქოთ ნაცებს....... ცოტა ნეჟნად გამოუცხადეთ ეგ განაჩენი, ცოტა ნეჟნად
4 წლის უკან