გიორგი ვოლსკი: ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი სტილი არ არის

გიორგი ვოლსკი: ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი სტილი არ არის

„თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას აკეთებს და მით უმეტეს, დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს სწორედ „ფრონტერას“ წარმომადგენლობაა“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რეალურად, საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და ისინი კონკრეტულ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებენ.

ეს არის 50 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელზეც ისინი ოპერირებენ. ათჯერ მეტი ტერიტორია იყო, სადაც არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდა და ხელშეკრულება არაერთხელ შეიცვალა ოცი წლის განმავლობაში.

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას აკეთებს და მით უმეტეს, დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს სწორედ „ფრონტერას“ წარმომადგენლობაა.

„ფრონტერას“ ლობისტურ საქმიანობაში 240 000 დოლარი აქვს დახარჯული, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო და გარკვეული ჩრდილი მიაყენა ორმხრივ ურთიერთობებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

კონკრეტულად, „ფრონტერას“ საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული კონგრესმენების ჯგუფთან ურთიერთობებს. ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომის ანაზღაურების ვალდებულება შესრულებული არ აქვთ.

ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. ამას თვალი უნდა გაუსწოროს იმ მხარემაც, რომელიც შესაბამისი ვერდიქტის მიხედვით უნდა მოქმედებდეს, რაც საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია „ფრონტერამ“ განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას „დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.

მანამდე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

Aburjga Tasmanieli რა თვალის ახვევა ბატონო გია, ვინ ოხერმა დაგაბრალათ ეს ამბავი? თქვენ- ქართული ოცნება, თქვენი მთავრობა ხომ ამ საპარლამენტო კინტაურს ამერიკის დაკრულ დუდუკზე ცეკვავთ
4 წლის უკან