ფრანგული მას-მედიის მტკიცებით, ცნობილი კინომსახიობი ჟერარ დეპარდიე ისტორიული სამშობლოს მიტოვებასა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებს.
ცოტა ხნის წინ 63 წლის მსახიობმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. მიმდინარე წელს დეპარდიე ბელგიის ერთ-ერთ პატარა სოფელში ჩაეწერა. ამისი მიზეზი ის გახლდათ, რომ მომავალში გადასახადები აღარ გადაეხადა. ამ საქციელის გამო მსახიობი საფრანგეთში დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა.
„14 წლის ასაკიდან თავდაუზოგავად ვშრომობ და საფრანგეთის ხაზინაში 145 მილიონი ევრო მაქვს შეტანილი. დადგა დრო რომ გამომუშავებული თანხები თავად მოვიხმარო და სახელმწიფოს აღარ დავეხმარო.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგიაში გადასვლის გამო სასტიკად გამაკრიტიკა. გადავწყვიტე სამშობლოდან წავიდე და იტალიაში დავსახლდე.“ - განაცხადა ჟერარ დეპარდაიემ.
ორი დღის წინ მსახიობი ქალაქ რომში ჩაფრინდა. რომის აეროპორტში მსახიობს გადაადგილება უჭირდა და საინვალიდო სავარძელში იმყოფებოდა. დეპარდიე უსაზღვროდ გასუქებულია, სუნთქვა უჭირს და გულის ტკივილებსაც უჩივის. მისი ახლობლების მტკიცებით, მსახიობი რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებს და თუ საჭირო გახდება მკურნალობასაც დაიწყებს.
ცნობილი გახდა, რომ დეპარდიე იტალიაში სამუდამოდ დასახლებას გეგმავს და უახლოეს მომავალსი სახლსაც შეიძენს.