"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოლო ორი დღის განმავლობაში საგრძნობლად იმატა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ", - ამის შესახებ „ქრონიკას" ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.
„ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში საგრძნობლად იმატა პაციენტების რაოდენობამ, იმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამაც. გვყავს რამდენიმე მძიმე, საყურადღებო, ჟანგბადზე დამოკიდებული და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები. ასევე გვყავს მსუბუქი პაციენტებიც. არიან ბავშებიც, რომელთა ზოგადი მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის", - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.