The Rolling Stones და ჯიმი პეიჯის აქამდე უცნობი 1974 წლის სიმღერა ახლა გამოვიდა

The Rolling Stones და ჯიმი პეიჯის აქამდე უცნობი 1974 წლის სიმღერა ახლა გამოვიდა

The Rolling Stones-მა დღის სინათლეზე გამოიტანა სიმღერა Scarlet — აქამდე უცნობი ტრეკი, რომელშიც Led Zeppelin-ის გიტარისტი ჯიმი პეიჯი და Blind Faith-ის რიკ გერჩიც მონაწილეობენ.

აქამდე გამოუცემელი სიმღერა Scarlet ბლუზ-როკის წარმომადგენელია, რომელიც ჯგუფმა 1974 წლის ოქტომბერში ჩაწერა.

ჯაგერმა გაიხსენა, თუ როგორ იქმნებოდა ეს სიმღერა ჯიმისა და კიტ რიჩარდსთან ერთად რონი ვუდის სტუდია-სარდაფში.

"დიდებული სესია იყო", — ამბობს 76 წლის ვარსკვლავი.

"როგორც მახსოვს, Zeppelin-ის სესიის მიწურულს შევაბიჯეთ [სტუდიაში]. უკვე მიდიოდნენ და შემდეგი ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, ჯიმიმ კი დარჩენა გადაწყვიტა. რეალურად, არ ვაპირებდით ტრეკის დაწერას, უფრო დემოსთვის იყო, დემონსტრაციისთვის, ხომ გესმით, უბრალოდ რომ შეგვეგრძნო, თუმცა საბოლოოდ კარგი გამოვიდა. თანაც ასეთი შემადგენლობით რომ რამეს ქმნი, სჯობს, გამოიყენო", — დაამატა გიტარისტმა კით რიჩარდსმა.

"კითმა დაიწყო და მისი გიტარის პარტიაზე რიფის დადება დავიწყე არანჟირების შესამატებლად. მასთან მუშაობა სასიამოვნო იყო", — თქვა პეიჯმა შემოქმედებითი პროცესის შესახებ.

სიმღერა Scarlet როკის ვეტერანების 1973 წლის ალბომის, Goats Head Soup-ის, ხელახალ გამოცემაში გამოჩნდება, რომელიც 4 სექტემბერს გამოვა.