თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ვინმე არ დაისაჯოს - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ვინმე არ დაისაჯოს - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის მამის დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

მისი განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა წარიმართოს.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იყოს ცნობილი მამა. გარდა ამისა, საქმის მასალებს გავეცნო და გადმომეცეს ის, რაც საჭიროა, რათა დეტალურად ვიყო ინფორმირებული. თავიდან, გასაგებია, რადგან ადამიანი იყო გამქრალი, ძებნა მიმდინარეობდა და იმ მუხლით წავიდა. ავტომობილით იყო წასული არეალიდან, მიმდინარეობდა მისი ძებნა, შესაბამისად, თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე იყო საუბარი. მაგრამ, დღეს აღმოჩენილია მისი ცხედარი, შესაბამისად, უნდა დადასტურდეს, გამოიძიონ მისი მკვლელობა მოხდა თუ რა მოხდა, მის სიცოცხლეს რითი დაემუქრა საფრთხე. თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ამის გამო არ შეიძლება ვინმე დაისაჯოს. მკვლელობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ადამიანმა უნდა მოგკლას, ამის უკან შეიძლება გარემოება არსებობდეს, პირები არსებობდეს,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

Lolo47 როგორ სხვანაირად აჭიკჭიკდა ეს ვითომ ადვოკატი?!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ძალიან საეჭვო გარემოებაა ნუთუ ასეთ ლამაზ და წარმატებულ გოგოს შეყვარებული არ ჰყავდა?! ან თაყვანისმცემლები მაინც?! გამორიცხულია! რატომ არავინ ლაპარაკობს ამ თემაზე, არც ჟურნალისტი, არც ოჯახი, არც მეგობრები....?! აი სად მარხია ძაღლის თავი!
4 წლის უკან