საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი ერთით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი ერთით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge გავრცელდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5936 მოქალაქე იმყოფება.