ზაალ ანჯაფარიძე:“ცნობილი მოსაზრება, რომ „ისტორია მეორდება ორჯერ - ერთხელ ტრაგიკომედიის და მეორეჯერ ფარსის სახით“ ალბათ ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის „უკრაინულ ოდისეას“ შეესაბამებ

ზაალ ანჯაფარიძე:“ცნობილი მოსაზრება, რომ „ისტორია მეორდება ორჯერ - ერთხელ ტრაგიკომედიის და მეორეჯერ ფარსის სახით“ ალბათ ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის „უკრაინულ ოდისეას“ შეესაბამებ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: 

“ცნობილი მოსაზრება, რომ „ისტორია მეორდება ორჯერ - ერთხელ ტრაგიკომედიის და მეორეჯერ ფარსის სახით“ ალბათ ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის „უკრაინულ ოდისეას“ შეესაბამება.

ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ზელენსკის პრეზიდენტობის პირობებში მას იგივე ელის რაც პოროშენკოს პრეზიდენტობისას - ანუ მოკლევადიანი აღზევება და შემდეგ მწარედ დაცემა.

მას შემდეგ რაც მისი „მოღვაწეობა“ ჯერ გააკრიტიკა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოლო შემდეგ ბევრად უფრო მკაცრი ტონალობა ჰქონდა უკრაინის უზაენისი სასამართლოს თავმჯდომარეს რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილისგან ლოზუნგების გარდა არაფერი კონკრეტული არ ჩანს, მედიაში აქტიურად დაიწყო მუსირება ინფორმაციამ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე.

20 ივლისს სააკაშვილის მორიგ როყიო განცხადებას რომ „ჩინოსნები ადგილებზე აპირებენ უკრაინისგან გამოყოფას“, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვცების, ჩერკასის და ჰერსონის მერების უმწვავესი პასუხი მოჰყვა. როგორც ჩანს საკუთარი შერყეული პოზიციების გასამყარებლად, სააკაშვილი, ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში, მორიგი ტურბულენტობის გამოწვევას ცდილობს სადაც ის წყალში თევზივით გრძნობს თავს.

სააკაშვილი ხვდება, რომ ე.წ „რეფორმების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მის ქვეშ სკამი ირყევა. დღეს მისი ამოცანა არის, როგორმე შეინარჩუნოს ეს სტატუსი საქართველოს ოქტომბრის არჩევნებამდე.

უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიება კი ბევრ საინტერესო გარემოებას ხდის ფარდას.”