თენგიზ ცერცვაძე: მთავრობა, ბატონ გახარიას მეთაურობით, ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას

თენგიზ ცერცვაძე: მთავრობა, ბატონ გახარიას მეთაურობით, ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას

ყველას მიერ აღიარებულია, რომ დღევანდელი მთავრობა, ბატონ გახარიას მეთაურობით, ძალიან ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას და ამ წარმატებული მართვის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი გახდა სწორედ გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ჭერი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში კლინიკის თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დაწესებულებას, რომელიც პრემიერის დავალებით ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა „კოვიდ 19"-ის კლინიკური მართვის პროცესს, არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია, მუშაობდა უმძიმეს პირობებში.

„ის, რომ საქართველო ძალიან წარმატებით გაუმკლავდა კოვიდ-პანდემიას, რაც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, უპირველეს ყოვლისა, არის მთელი სახელმწიფო ვერტიკალის დამსახურება, რომელმაც იმოქმედა ძალიან დროულად. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების მთავრობებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს არ ან ვერ შეძლეს, ადრეული ინტერვენციების, ადეკვატური და დროული საპასუხო ღონისძიებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში დღეს ჩვენთან არის დაავდების ყველაზე მცირე შემთხვევები ევროპის ქვეყნებს შორის და ყველაზე მცირე რაოდენობის გარდაცვლილი, რაც მთელს მსოფლიოში გაკვირვებას იწვევს. ამ პროცესში მოკრძალებული წვლილი შეიტანა ჩვენმა ცენტრმაც, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული პაციენტების პირველი მიმღები და შემდეგ - მთავარი მიმღები", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.