უკრაინაში დაწყებული ჟურნალისტური გამოძიება იმის მანიშნებელია,რომ სააკაშვილს და მის ,,რეფორმატორ'' გუნდს დიდი დღე არ უწერია რასაც უკრაინის ოფიციალური პირების არაერთი ორაზროვანი განცხადებაც ცხადყოფს სააკაშვილის მიმართ,- ამის შესახებ ,,ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
ქადაგიძე უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების სკანდალურ გადაცემას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ , რასაც მიშას მეთაურობით წლების მანძილზე რეკეტითა და მასობრივი ტერორით ახორციელებდა ნაც-მოძრაობა, ყოველივე ამის თვალსაჩინო მაგალითს ევროპული სასამართლოს განაჩენები და სახელმწიფოზე დაკისრებული ფულადი კომპენსაციები წარმოადგენს.
როგორც ქადაგიძე ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, აღსანიშნავია ის, რომ მიშას უკრაინული ,,ჩავარდნა" და საქართველოში ნაც-მედიის მხრიდან მიზანმიმართული შტურმი სახელმწიფო უწყებებზე, სააკაშვილის რეინკარნაციის მცდელობაა.
,,ამ ,,მაოხრებელ გზირს" (სააკაშვილს)ჯერ არავინ ახსენებს,თუმცა რაც არჩევნები მოახლოვდება ეტაპობრივად მოხდება მიშას გამოყვანა ასპარეზზე,როგორც სახელმწიფოს დამცველისა და სამოქალაქო უსაფრთხოების ,,გარანტის." საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს,რომ შეფასება გაუკეთოს იმ ,,რეფორმებსა" და ,,ადამიანის უფლებების დაცვას" , რასაც მიშას მეთაურობით, წლების მანძილზე რეკეტითა და მასობრივი ტერორით ახორციელებდა ნაც-მოძრაობა, რის თვალსაჩინო მაგალითს ევროპული სასამართლოს განაჩენები და სახელმწიფოზე დაკისრებული ფულადი კომპენსაციები წარმოადგენს“,- წერს ზურაბ ქადაგიძე