„მოგიწოდებთ, უკრაინის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მიიღოთ გადაწყვეტილება, მოხსნათ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, დაუყოვნებლივ იქნას დაკავებული სტრასბურგის სასამართლოს მრავალი გადაწყვეტილების თანახმად და გაძევებულ იქნას უკრაინის ტერიტორიიდან მკვლელი და სახელმწიფო დამნაშავე” - უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეს მიმართვა გადაცემაში "МОЛНІЯ" გააკეთეს.
მიმართვის ადრესატები არიან უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები, უმაღლესი რადას დეპუტატები, კერძოდ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები.
უკრაინელი ჟურნალისტები გააოგნა იმ ფაქტებმა, რომლებიც მათ მოიპოვეს და გაანალიზეს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევრიპული სასამართლოს ვერდიქტებში და სხვა სამართლებრივ აქტებში და აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ადამიანის უფლებების ისეთ სისტემურ დარღვვებში, როგორიცაა წამება, მკვლელობა, საკუთრების წართმევა, სასამართლოს უზურპაცი. არაერთგზის ბრალდებული რეჟიმის არქიტექტორებს უკრაინულმა ხელისუფლებამ რეფორმების გაძღოლა ჩააბარა.
უკრაინული მედია, ამ ფაქტს ეროვნულ შეურაცხყოფად მიიჩნევს და მოუწოდებს საკუთარ პოლიტიკურ კლასს, არათუ ჩამოაცილონ ხელისუფლებას სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის დანაშაულებრივი კლანი, არამედ სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ დამნაშავეთა მიმართ.
„ჩვენ მივმართავთ ცენტრალური ხელისუფლების ყველა ორგანოს, განსაკუთრებით უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს, კერძოდ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს: მიმდინარე წლის 30 ივლისს, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს რეგულარულ სხდომაზე, რომელსაც ვალდებულები არიან დაესწრონ უკრაინის პრეზიდენტი, ვერხოვნაია რადას თავმჯდომარე და უკრაინის პრემიერ მინისტრი, მოგიწოდებთ, უკრაინის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ მოხსნათ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, დაუყოვნებლივ იქნას დაკავებული სტრასბურგის სასამართლოს მრავალი გადაწყვეტილების თანახმად, და გაძევებულ იქნას უკრაინის ტერიტორიიდან მკვლელი და სახელმწიფო დამნაშავე ‘ - ამბობენ უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები გადაცემაში "МОЛНІЯ".