სალომე ღვინიაშვილმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა!

სალომე ღვინიაშვილმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა!

ქართველი მოდელი, სალომე ღვინიაშვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც მის იმიჯს გამომწერებს უზიარეს. ქართველი მოდელის „სავიზიტო ბარათი“ მისი ულამაზესი ხვეული თმაა, თუმცა მის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიგებთ, რომ მან იმიჯი რადიკალურად შეიცვალა.

სალომემ თმა ბოლომდე გადაიპარსა და ახალი იმიჯის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გამაოგნებელი ცვლილების მიუხედავად მოდელი კვლავ არაჩვეულებრივად გამოიყურება.