22 ივლისს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი სელენა გომეზი 28 წლის გახდა.
შემსრულებელმა ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, თაყვანისმცემლებისგან და უბრალოდ ინსტაგრამ ფოლოვერებისგან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.
სელენა გომეზი თავდაპირველად პოპულარული ალექს რუსოს როლით დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან გახდა“. მას შემდეგ ვარსკვლავმა რამდენიმე მთავარი როლი მიიღო ფილმებში, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა Another Cinderella Story, Witches from Weirley Place , Princess Protection Program და Monte Carlo.
მსახიობობის პარალელურად სელენამ მუსიკალური კარიერა საკუთარი ჯგუფის შექმნით დაიწყო Selena Gomez & The Scene, რომელთან ერთადაც რამდენიმე ალბომი გამოუშვა და ბევრი წარმატებული ნაბიჯის შემდეგ სოლო კარიერასაც მიჰყო ხელი.
ამჟამად სელენა საკუთარ კოსმეტიკურ ხაზსაც ხელმძღვანელობს სახელწოდებით Rare Beauty, მომღერალმა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ალბომი პირველად 2020 წელს გამოუშვა, რომლის სახელწოდებაც შემდეგ საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდსაც დაარქვა.
სელენა ამჟამადაც აქტიურად განაგრძობს კარიერულ წინსვლას და სიახლეებისა და წარმატებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებს გამუდმებით უზიარებს.