ანდრია გვიდიანი: უკრაინელი საზოგადოებისთვის ნათელი გახადა სააკაშვილის და მისი გუნდის რეალური სახე. შესაბამისად, სააკაშვილის უკრაინული თავგადასავლის წამზომი უკვე ჩართულია

ანდრია გვიდიანი: უკრაინელი საზოგადოებისთვის ნათელი გახადა სააკაშვილის და მისი გუნდის რეალური სახე. შესაბამისად, სააკაშვილის უკრაინული თავგადასავლის წამზომი უკვე ჩართულია

როგორც ჩანს, სააკაშვილს უკვე უკრაინაშიც წყალი აქვს შეყენებული. ადგილობრივი მედიის მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, უკრაინელი საზოგადოებისთვის ნათელი გახადა სააკაშვილის და მისი გუნდის რეალური სახე. შესაბამისად, სააკაშვილის უკრაინული თავგადასავლის წამზომი უკვე ჩართულია,- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს და ცნობილი უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ოლეგ  დეინეკასა და ვალერი ტოვმაჩის სკანდალურ გამოძიებას ეხმიანება.

როგორც გვიდიანი აცხადებს,  სააკაშვილის პოზიციების შესუსტებაზე, ასევე მიუთითებს უკრაინული პოლიტიკური წრეების და მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მიშას ბაქი-ბუქის გარდა არაფერი შეუძლია და თავიდან ბოლომდე ისეთივე ფასადური პერსონაჟია, როგორც მისი რეფორმები.

,,როცა სააკაშვილის კანდიდატურა წარადგინეს რეფორმების საბჭოში ქართული მხარე მაშინვე იძახდა, რომ ეს შეცდომა იყო. მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა დაუშვეს ეს შეცდომა და მაინც დანიშნეს ეს კაცი ოფიციალურ თანამდებობაზე. დღეს კი უკვე ყველა ხვდება, რომ ქართველი რეფორმატორის ბრენდით წარდგენილი სააკაშვილის ნაცვლად, ერთი კრიმინალი, ადამიანების წამებაში, კორუფციაში და სხვა უმძიმეს დანაშაულებებში ბრალდებული ავანტიურისტი შეახმათ ხელში. თუმცა, არაუშავს, შეცდომები მოსულა, მთავარია დროზე მიხვდე და გამოასწორო”,- წერს ანდრია გვიდიანი.