„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„კოვიდის 24 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მატება - კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება და ამ ფონზე, მავნებელი ოპოციზია მოგვიწოდებს, "უპრაგონოდ" გავხსნათ საზღვრები.
სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებს სურთ, ისევე შემოუძღვნენ პანდემიას, როგორც ღორეშელი შემოუძღვა თავის დროზე მეთერთმეტე არმიას. სერგო ხილული მტრის იმედად იყო, ესენი - უხილავის. სრულად გაკოტრებულმა "კოვიდის აგენტებმა", ფაქტიურად, ახალი "შულავერის კომიტეტი" შექმნეს, რათა სიკვდილის ცელით დააჩოქონ და დაიმორჩილონ ქვეყანა!“