რობერტ რედფილდი: პირბადის ტარება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია Covid-19-ის გავრცელების შესაკავებლად

რობერტ რედფილდი: პირბადის ტარება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია Covid-19-ის გავრცელების შესაკავებლად

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, პირბადის ტარება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია Covid-19- ის გავრცელების შესაკავებლად და რომ ამერიკელებმა პირადი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დაუცველები არ ვართ. ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტრუმენტები. ალბათ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რაც ჩვენ გვაქვს, პირბადეა. თუკი ყველა ამერიკელი ამას, როგორც პირადი პასუხისმგებლობის ნაწილს მოდეკიდება, ამან შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ეპიდემიის აფეთქებაზე“, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.

„ყველას ვთხოვთ, თუ სოციალური დისტანციის დაცვა არ შეგიძლიათ, პირბადე ატარეთ. მოგწონთ თუ არა, პირბადეს ეფექტი აქვს. ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. სიამოვნებით ვატარებ პირბადეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.