გიგი უგულავა რომან გოცირიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ჩემო ძვირფასო, ბატონო რომან. „ევროპული საქართველო“ არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში , მარტივად პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ ენმ-ც ასე მოიქცევა. ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ“, - წერს უგულავა.