ბელა ჰადიდი საკუთარ ფერმაში მუშაობს: მოდელი საქმიანობის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ბელა ჰადიდი საკუთარ ფერმაში მუშაობს: მოდელი საქმიანობის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მოდელი 23 წლის ბელა ჰადიდი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

თვითიზოლაციაში მყოფი ვარსკვლავი დედასთან 56 წლის იოლანდა ჰადიდთან და ორსულ დასთან ერთად პენსილვანიაში არსებულ სახლში იმყოფება და საკუთარ ფერმას თავად უვლის.

როგორც მოდელმა აღნიშნა, ის აგროკულტურით დაინტერესებულია. ამჯერად ბელამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ხეზე დრელით მუშაობს.

ვარსკვლავის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მოდელის მეგობარმა და ცნობილმა დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა მას ხუმრობით "მშენებელი ბელა" უწოდა.