მიხეილ ყაველაშვილი: შალვა ნათელაშვილი არასტაბილური პერსონაა სპორტშიც და ყველგან

მიხეილ ყაველაშვილი: შალვა ნათელაშვილი არასტაბილური პერსონაა სპორტშიც და ყველგან

შალვა ნათელაშვილი არასტაბილური პერსონაა სპორტშიც და ყველგან - ასე აფასებს ქართული ოცნების მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ კონკურენტს.

„კონკურენტი რომ არ ყოფილიყო შეიძლება ყველაფერი ხუმრობაში გადამეტანა და ბევრი მესაუბრა, თუმცა პატივს ვცემ ამომრჩეველს. შეიძლება რესურსი ჰქონდა კარგი პოლიტიკოსი დამდგარიყო, მაგრამ შეუძლებელია ისეთი შეფასებები რასაც აკეთებს, ეს ჩემთვის მიუღებელია ადამიანურადაც“, - აცხადებს ყაველაშვილი.

რაც შეეხება საკუთარ შანსებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ამბობს, რომ როგორც სპორტსმენი მუდმივად გამარჯვებისკენ მიისწრაფვის.

„შეჯიბრის კუთხით როგორც სპორტსმენი ადამიანი, რაც თავი მახსოვს გამარჯვებისკენ მივისწრაფვი, ჩემთვის ეს ახალი არაა. ცხადია ვეცდები რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო“, - აცხადებს ყაველაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ამავე რაიონში ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იქნება.