ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამერიკის შეერთებული შტატები ამას მტკიცედ მხარს უჭერს მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის გაგრძელებას, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვიცი, რომ არის ძალისხმევა, ჩატარდეს პირისპირ შეხვედრა ამ წლის შემოდგომაზე. ვფიქრობ IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) გაცოცხლება და ხელახლა გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა შესაძლებელი იყოს ამ დაკავებების ფაქტების მოგვარება სწრაფად და ადგილზე ისე, რომ არ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დაკავება და მათი შევიწროება. ვფიქრობ, არსებობს მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელია ამ საკითხების მოგვარება. უნდა მოვახერხოთ, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს. ყველა მექანიზმი არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მთავარია, რუსეთმა თავისი ვალდებულებები შეასრულოს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
30 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები (IPRM) განახლდება.