რატომ ეშინოდა ემბერ ჰერდს ჯონი დეპის? მსახიობმა ახალი ჩვენება მისცა

რატომ ეშინოდა ემბერ ჰერდს ჯონი დეპის? მსახიობმა ახალი ჩვენება მისცა

ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სასამართლო დავიდან ცნობილი ლამაზმანის ჩვენება გამოქვეყნდა, რომელშიც ის საუბრობს იმაზე, თუ რისი ეშინოდა ურთიერთობის მანძილზე.

"ჩვენი კამათი ხანდახან იმდენად სერიოზული იყო, რომ მეგონა მომკლავდა, მიზანმიმართულად ან უბრალოდ კონტროლის დაკარგვის გამო. ის ხშირად მემუქრებოდა მოკვლით, განსაკუთრებით კი, ჩვენი ურთიერთობის ბოლო ეტაპზე. ფიზიკურად ძალადობდა - მუშტებით, მოხრჩობით, მესროდა სხვადასხვა საგანს და მიწას მანარცხებდა," - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ თავად დეპი ემბერს თითის დაზიანებაში, ცემასა და ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან ღალატში ადანაშაულებს.