მსოფლიოში ცნობილი მოდელი, ბარ რეფაელი ისრაელის სასამართლომ გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
35 წლის მოდელი აღიარებს, რომ საზღვარგარეთ ცხოვრების დროს ადგილობრივ სახელმწიფო უწყებებს ყალბ საგადასახადო დეკლარაციას აწვდიდა.
თელ-ავივის სასამართლომ მას ჯარიმის სახით, 2.5 მილიონი შეკელის ($730,000) გადახდა დააკისრა.
საგადასახადო სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნეს მოდელის დედა და აგენტი, ციპი რეფაელიც. მას 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და შვილის მსგავსად, მასაც 2.5 მილიონი შეკელის გადახდა დააკისრეს.