ქართველ საესტრადო მომღერალს, ნანი ბრეგვაძეს 84 წელი შეუსრულდა. იუბილარი ბებიის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში, მისმა შვილიშვილმა, ნატალია ქუთათელაძემ გამოაქვეყნა.
ფოტომ, როგორც ყოველთვის საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. ლეგენდარულ მომღერალს სოციალურ ქსელის მომხმარებლები დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს უსურვებენ.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.
ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. როგორც თვითონ ამბობს, სიმღერა გენეტიკურად ერგო. მართლაც, დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა, ხუთი და და ძმა ასევე არაჩვეულებრივად მღეროდნენ. პატარა ნანი ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ძველ რუსულ სიმღერებს და რომანსებს გიტარის თანხლებით ასრულებდა.
მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს განხრით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.
1980 წლიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო კარიერა დაიწყო.
ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია.
ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, ამ მხრივ აღსანიშნავია: ”ვერის უბნის მელოდიები”, “შეხვედრა მთაში”, ”დათა თუთაშხია”, ‘საბუდარელი ჭაბუკი”, “განგაში” და სხვა. ახალგაზრდობაში ოცნებობდა მსახიობობაზე, ითამაშა კიდეც ორ ფილმში “სამკაული სატრფოსატვის” და “ბულოჩნიცა”.
1974 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.