55 წლის ამერიკელი მსახიობი კიანუ რივზი 47 წლის რჩეულთან ალექსანდრა გრანტთან ერთად დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბერლინში შენიშნეს.
შეგახსენებთ, რომ კიანუს ახალი ფილმი The Matrix 4 რამდენიმე თვეში, ზუსტად კი 2021 წელს გამოვა, გადაღებები მარტში, ბერლინში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შეწყდა, ამჟამად კი ისევ მიმდინარეობს.
ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ კიანუ რივზი და ალექსანდრა გრანტი ერთმანეთს ხვდებიან, კიანუსთან დაკავშირებულმა სანდო წყარომ Daily Mail-თან საუბრისას განაცხადა, რომ კიანუმ საბოლოოდ იპოვა ის ადამიანი, რომელსაც უგებს და ესმის მისი, მათი თქმით კიანუ დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ყოფილა.