ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი თაყვანისმცემლებს შორის კვლავ პოპულარობით სარგებლობს.
აღმოჩნდა რომ მიმდინარე წელს ბრიტნი ყველაზე შემოსავლიანი ქალი მომღერალი აღმოჩნდა. 2012 წელს ბრიტნიმ თავისი პროფესიით 58 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ მაჩვენებლით მან მადონასა და ლედი გაგას მნიშვნელოვნად გაუსწრო.
გუშინ ამერიკულმა ყვითელმა პრესამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ 31 წლის ბრიტნი სპირსს თმები სცვივა და გამელოტების გზას ადგას.
რამდენიმე დღის წინ მომღერალმა ქალაქ ლოს-ანჟელესში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია რომ ქალბატონი ბრიტნი სცენაზე პარიკით გამოვიდა.
მომღერლის ახლობლების მტკიცებით, მუსიკოსს თავი „გადახოტრილი“ აქვს. თავის დროზე ბრიტნი სპირსი საკუთარ თმაზე არაერთ ექსპერიმენტს ატარებდა. რასაკვირველია ამ „ცდებმა“ მძიმე შედეგამდე მიიყვანა და თმის დაკარგვის საშიშროების წინაშე დააყენა.