ტომ კრუზმა ახალი შეყვარებული იპოვა

ტომ კრუზმა ახალი შეყვარებული იპოვა

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი მეუღლეს ოფიციალურად დაშორდა.

გასულ წელს აშშ-ის მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ვარსკვლავური ოჯახი განხეთქილების პირას იმყოფებოდა და გაყრას აპირებდა. რამდენიმე თვის წინ 50 წლის მისტერ ტომი ქეთი ჰოლმს გაშორდა და კვლავ მარტო დარჩა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ტომ კრუზმა ახალი სიყვარული იპოვა. ამ საპატიო მისიას ვინმე ჯენიფერ აკერმანი ასრულებს. ქალიშვილი პოპულარული მსახიობი მალინ აკერმანის ღვიძლი და ბრძანდება.

ტომ კრუზმა გოგონა ნახევარი წლის წინ გაიცნო. ბრიტანული გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, ქერათმიანმა მოდელმა ტომ კრუზი თავიდანვე მოხიბლა. კულუარული ცნობით, ქეთი ჰოლმსთან დაშორებაში ახალგაზრდა ჯენიფერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

შეყვარებულებმა ერთმანეთი ქალაქ სტოკჰოლმში გაიცნეს. იმ დღიდან მუდმივად ერთად იმყოფებიან, თუმცა ტომ კრუზს მიჯნურთან ხანმოკლე დაშორება მაინც მოუწია.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამერიკელ მსახიობს ნიუ-იორკში სასწრაფოდ გადაფრენა მოუწია და ზეიმს შვილებთან ერთად შეხვდა. სურის, კონორსისა და იზაბელას მონახულების შემდეგ ტომ კრუზი დღეს საღამოს კვლავ შვედეთის დედაქალ;აქში დაბრუნდება.

ორ დღეში „შეყვარებულები“ კვლავ აშშ-ში დაბრუნდებიან. ჯენიფერ აკერმანს ქალაქ ლოს-ანჯელესთან საკუთარი ვილა აქვს და ტომ კრუზთან ერთად ახალი წლის შეხვედრას გეგმავს.