ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი ბეატრისი დაოჯახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცერემონია ვიწრო წრეში, მედიისგან მალულად გაიმართა.
31 წლის პრინცესას რჩეული 35 წლის მილიარდერი ედოარდო მაპელია. წყვილი 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.
ბეატრისი ელისაბედ მეორის შუათანა ვაჟის, ენდრიუს უფროსი ქალიშვილია.