მიჩიგანელმა იუველირმა მთელი შტატის მასშტაბით, $1 მილიონის ღირებულების განძი დამალა

მიჩიგანელმა იუველირმა მთელი შტატის მასშტაბით, $1 მილიონის ღირებულების განძი დამალა

მიჩიგანელმა იუველირმა მთელი შტატის მასშტაბით, $1 მილიონის ღირებულების განძი დამალა და საპოვნელ რბოლაში მონაწილეობის მსურველთათვის ბილეთებს ყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

ამერიკელი იუველირი ჯონი პერი კორონავირუსის გამო იძულებული გახდა, რომ საიუველირო მაღაზია, რომელსაც ის 23 წელი მართავდა, დროებით დაეკეტა. პერიმ თავის ცოლთან ერთად გადაწყვიტა, რომ პენსიაში გასვლას აჯობებდა, რომ ძვრიფასეულობები მთელი შტატის მასშტაბით დაემალათ.

ცოლ-ქმარი მიჩიგანის გარშემო 4 თვის განმავლობაში მოგზაურობდა და ძვირფასეულობას ქალაქებში, ტყეებსა და ჩანჩქერებთან მალავდა.

წყვილი სხვადასხვა რბოლის მოწყობას აპირებს და მათი თქმით, მსურველებს მონაწილეობა ბილეთების ყიდვის შემდეგ შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ბილეთთან ერთად მყიდველი, განძის მდებარეობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის მინიშნებას მიიღებს. თითოეული განძის ფასი $4 ათასის ტოლფასია. რბოლა 1-ელი აგვისტოდან დაიწყება.