ტრამპის ძმის შვილის წიგნი ბესტსელერი გახდა

ტრამპის ძმის შვილის წიგნი ბესტსელერი გახდა

დონალდ ტრამპის ძმის შვილის, მერი ტრამპის წიგნი, სახელწოდებით „ძალიან ბევრი და ყოველთვის ცოტა: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი“ გამოსვლიდან პირველივე დღეს 950 000-იანი ტირაჟით გაიყიდა.

ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იტყობინება. როგორც გამომცემლობა Simon and Schuster-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, გაყიდვების რაოდენობით მერი ტრამპის წიგნმა პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სკანდალური წიგნი „თეთრი სახლის მემუარებიც“ ჩამოიტოვა.

წიგნში მერი ტრამპი ბიძას მწვავედ აკრიტიკებს და ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.