პაატა იმნაძის შვილი კარანტინშია – „გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე”

პაატა იმნაძის შვილი კარანტინშია – „გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის შვილი კარანტინშია.

"ჩემი შვილიც კარანტინშია, გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე", - განაცხადა იმნაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი".

მისი თქმით, რომ არა კარანტინი, ქვეყანაში ვირუსი უკონტროლო გახდებოდა. ამასთან ეპიდემიოლოგმა კარანტინში არსებულ პირობებზე გაამახვილა ყურაღება.

იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ სასტუმროებში მყოფი ადამიანების ხარჯებს საქართველოში სახელმწიფო ფარავს, საზღვარგარეთ კი თვითონ ადამიანი იხდიან ამ ფულს.

„200 შემთხვევა გვაქვს კარანტინიდან გამოვლენილი, 200 ათასი გახდებოდა, კარანტინში რომ არ მოგვეთავსებინა. დავაფასოთ, რაც გვაქვს... რატომ წარმოუდგენიათ კარანტინი ასე, არ მესმის, ჩემი შვილიც კარანტინშია, გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე", - განაცხადა იმნაძემ.