მამუკა მდინარაძე:  დიდი ალბათობით, მაჟორიტარობის კანდიდატი არ ვიქნები

მამუკა მდინარაძე:  დიდი ალბათობით, მაჟორიტარობის კანდიდატი არ ვიქნები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, 2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი საქმიანობა საარჩევნო შტაბთან იქნება დაკავშირებული.

"მაღალი ალბათობით, მე მაჟორიტარი არ ვიქნები. ბოლო დღეებია ამ გადაწყვეტილებამდე და შეიძლება სხვანაირადაც მოხდეს, რადგან საბოლოო კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით არ გამართულა პოლიტსაბჭოში, მაგრამ მაჟოროტარი დიდი ალბათობით, არ ვიქნები და მე უფრო გადართული ვიქნები შტაბის საქმიანობაზე და უფრო აქ მექნება ჩემი ენერგიის დახარჯვის საშუალება,"- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, ხომ არ იქნება ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, მდინარაძე ამბობს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი.

"შტაბის უფროსის მოადგილეობა მოგვიწევს ყველას, მთელ პარტიულ აქტივს, ლიდერს თუ არა ლიდერს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. შტაბში ყველანი ჩართულები ვიყავით. წინა შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც იგივენაირად ვიქნები ჩართული, როგორც ადრე ვაკეთებდი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებდეს სწორად, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით,"- განაცხადა მდინარაძემ.