კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

რეპერი კანიე უესტი ოკლაჰომის შტატის საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. ინფორმაცია ამის შესახებ კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

15 ივლისი ოკლაჰომაში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო. უესტმა საბუთების შეტანა მოასწრო და სარეგისტრაციო მოსაკრებელიც შეიტანა 35 ათასი დოლარის ოდენობით. საბუთებში რეპერმა აღნიშნა, რომ „დაბადების დღის პარტიას“ წარადგენს.

შედეგად, კანიე უესტის სახელი ოკლაჰომის შტატის ბიულეტენებში დაიბეჭდება, თუმცა აქამდე უცნობია მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას საარჩევნო რბოლაში. ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეპერმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კანიე უსტმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 5 ივლისს განაცხადა. მას მხარდაჭერა მეუღლე კიმ კარდაშიანმა და ილონ მასკმა გამოუცხადეს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.