რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 750 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 750 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 752 797-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 167 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 937-ს აღწევს. ამასთან, 531 692 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.