ბენქსის მოპარული ნახატი იტალიიდან საფრანგეთში დააბრუნეს

ბენქსის მოპარული ნახატი იტალიიდან საფრანგეთში დააბრუნეს

ბრიტანელი მხატვრის, ბენქსის ნახატი, რომელიც იტალიაში აღმოაჩინეს, საფრანგეთში დააბრუნეს, - ამის შესახებ France 24 წერს.

იტალიის პოლიციამ ქალაქ აკვილას მახლობლად იპოვა პარიზული თეატრ „ბატაკლანის“ კარი, რომელიც 2015 წლის ტერაქტის მსხვერპლთა სამახსოვროდ ბრიტანელმა მხატვარმა ბენქსიმ მოხატა. ბენქსიმ გრაფიტი 2018 წლის ივნისში შეასრულა, თეატრის კარი კი უცნობმა პირებმა 2019 წლის იანვარში მოიპარეს. მოპარული კარის კვალზე გამოძიება იტალიელი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიების საშუალებით გავიდა.

ბენქსის ნამუშევრების ფასი აუქციონებზე რამდენიმე ათეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე მერყეობს.

2015 წლის 15 ნოემბერს „ბატაკლანის“ თეატრსა და პარიზის კიდევ რამდენიმე წერტილში ერთდროულად განხორციელებულმა ტერაქტებმა 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ბატაკლანში“ ტერაქტი საფრანგეთის მოქალაქეებმა, ომარ ისმაილ მოსტეფაიმ, სამი ამიმურმა და ფუად მუჰამედ აგადმა განახორციელეს. სამითე ტერორისტი პოლიციასთან ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.