კანიე უესტმა დედის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

კანიე უესტმა დედის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, დედის ხსოვნას ახალი ტრეკი სახელწოდებით Donda მიუძღვნა. სიმღერა 12 ივლისს გახდა საჯარო. ამ დღეს რეპარის დედას დონდა უესტს 71 წელი შეუსრულდებოდა.

კანიე უესტის დედა 2007 წელს პლასტიკური ოპერაციის შედეგად დაიღუპა.

ტრეკში ისმის დედის ხმა. სიმღერის დასაწყისში ის ახდენს ტექსტის ციტირებას, შემდეგ კი რეპს თავად კანიე კითხულობს.