სომხეთი „ევროვიზიას“ უბრუნდება

სომხეთი „ევროვიზიას“ უბრუნდება

მომავალი წლის 14-18 მაისს, შვედეთის ქალაქი მალმიო „ევროვიზიის“ მორიგ მუსიკალურ კონკურსს უმასპინძლებს.

ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა გუშინ იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნეს, რომლებიც „ევროვიზია-2013“-ში მონაწილეობას მიიღებენ.

საინტერესოა რომ ამ კონკურსს სომხეთის წარმომადგენელი დაუბრუნდა. ეს ფაქტი შვედურმა მას-მედიამ საგანგებოდ აღნიშნა.

მიმდინარე წელს ამ ღონისძიებას აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ უმასპინძლა. რასაკვირველია სომხებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

„ევროვიზია - 2012“-ში შვედმა მომღერალმა ლორინმა გაიმარჯვა. მისი წარმატების შემდეგ ამ კონკურსს ქალაქი მალმიო უმასპინძლებს.

დღეს დილით შვედურ მას-მედიაში იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომლებიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ.

ცნობილი გახდა რომ კონკურსს ბოსნია და ჰერცეგოვინას, პორტუგალიის, თურქეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები გამოაკლდებიან. ამ ქვეყნებს ფინანსური პრობლემები გააჩნიათ და მალმიოში წარმომადგენლებს არ გაგზავნიან, სამაგიეროდ ბრუნდება სომხეთი.

კონკურსის ორგანიზატორებმა იმ 39 ქვეყნის ჩამონათვალი გამოაქვეყნეს, რომელთა წარმომადგენლებსაც შვედეთში ვიხილავთ, მათ შორის ქართველი მონაწილე აუცილებლად იქნება.

14-18 მაისს მალმიოში შემდეგი ქვეყნის მომღერლებს ვიხილავთ: ალბანეთი, ავსტრია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მალტა,  მოლდოვა,  ჩერნიგორია, ჰოლანდია, ნორვეგია, რუმინეთი, რუსეთი, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი.