“ როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, მაშინ დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“. ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა”

“ როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, მაშინ დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“. ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა”

როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, მაშინ დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“. ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა. თუმცა, სიდედროვიჩი, აკო მინაშვილი, მახსოვს მაშინ შეეცადა, ეს ფაქტი გაესაღებინა აწ უკვე უკრაინელი სააკაშვილის უდიდეს მიღწევად და წარმოაედგინა ის სრულიად უკრაინის „რეფორმების მამად“ და ერის გადამრჩენად...“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერს აკაკი მინაშვილის ფეისბუქ სტატუსს

„უმარტივესი ლოგიკა. დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, (https://news.liga.net/…/kuleba-o-zayavleniyah-saakashvili-c…) რომ მიხეილ სააკაშვილი არ წარმოადგენს უკრანის სახელმწიფოს, ის კერძო პირია და მისმა განცხადებებმა არ უნდა შეიტანოს ხინჯი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში...

როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, მაშინ დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“. ეს ფაქტი დღეს კულებას ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა. თუმცა, სიდედროვიჩი, აკო მინაშვილი, მახსოვს მაშინ შეეცადა, ეს ფაქტი გაესაღებინა აწ უკვე უკრაინელი სააკაშვილის უდიდეს მიღწევად და წარმოაედინა ის სრულიად უკრაინის „რეფორმების მამად“ და ერის გადამრჩენად...

ვინმემ ამიხსნას, კერძო პირმა როგორ უნდა გაატაროს რეფორმები რომელიმე ქვეყანაში. თანაც, მას ამისთვის არც უნარები გააჩნია, არ ცოდნა და როგორც დღეს გავიგეთ არც ნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკრი რეფორმების იდეოლოგი იყო კახა ბენდუქიძე, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის. მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობას" ერთი ლოგიკურად გათვლილი გეგმა არ დაუდია. სააკაშვილმა სხვა ქვეყანში რა უნდა გააკეთოს, თან როცა გეუბნებიან რომ არავინ არ ხარ. სააკაშვილი „რეფორმატორი“ ყავის მომდუღებლის სტატუსით...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.