გერმანიის ტყეში პოლიცია მშვილდ-ისრით შეიარაღებულ კაცს ეძებს

გერმანიის ტყეში პოლიცია მშვილდ-ისრით შეიარაღებულ კაცს ეძებს

სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ოპენაუსთან მდებარე ტყეში პოლიციელები ეძებენ უსახლკარო კაცს, რომელიც მშვილდ-ისრითაა შეიარაღებული, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 100 პოლიციელი, ათობით ოფიცერი, სპეცდანიშნულების რაზმი, მეძებარი ძაღლები და ვერტმფრენი.

სამართალდამცველები ადგილობრივებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

პოლიციას კაცის შესახებ ადგილობრივებმა შეატყობინეს. ირკვევა, რომ სამართალდამცველების ადგილზე მისვლისას, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩნდა. მან პოლიციელებს იარაღის დაყრა ურჩია და ცეცხლის გახსნით დაიმუქრა. პოლიციამ ეს შეასრულა, კაცი კი გაიქცა.

სამართალდამცველების ცნობით, აღნიშნული პიროვნება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ადრეცაა მხილებული.