ჩინეთმა აშშ-ის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა აშშ-ის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

პეკინმა აშშ-ის საჯარიმო სანქციებს უპასუხა. ჩინეთის ახალი სანქციების ქვეშ აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები მარკო რუბიო და ტედ კრუზი მოექცნენ. ინფორმაციას Deutsche Welle ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე სანქციები ვრცელდება აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელზე სემ ბრაუნბეკზე, კონგრესმენ კრის სმიტზე. სხვა დეტალები ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის მიმართ სანქციების ახალ პაკეტს 2020 წლის 17 ივნისს მოაწერა ხელი. სანქციები აშშ-მა ჩინეთს უიღურების (ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი. დღეისთვის უიღურების უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში) შევიწროების გამო დაუწესა.

ადამიანის უფლებადამცველების ინფორმაციით, ერთ მილიონამდე უიღური სპეციალურ ბანაკებში იმყოფება, სადაც მათ აიძულებენ უარი თქვან ენაზე, კულტურასა და რელიგიაზე.